შეხვედრაზე მათ ბატონ ელჩს გააცნეს ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის მიერ საქართველოში განათლების სფეროში განხორციელებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტები, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს და ჩინეთის საერთაშრორისო განათლების ინსტიტუტის მიღწევები ჩინური ენის სწავლების საქმეში, ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტთან განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტები და სამომავლო გეგმები.
ელჩმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების საქმეში ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ – განათლების სფეროში ფინანსური და ინტელექტუალური ინვესტიციის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ჯგუფს ამ მიმართულებით აქტიურობისათვის.
შეხვედრაზე ქალბატონმა ელიმ ბატონ ელჩს მის მიერ თარგმნილი ჩინურ-ქართული ილუსტრირებული ლექსიკონები გადასცა საჩუქრად.