ცხადდება რიგგარეშე მობილობა სდასუ-ს სტუდენტებისთვის - GIU
ცხადდება რიგგარეშე მობილობა სდასუ-ს სტუდენტებისთვის

  • იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2024 წლის ერთიანი

ეროვნული გამოცდები და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ

დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით, მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება შპს -დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში 

  • იმ მობილობის მსურველებისათვის, რომლებმაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება შპს – დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში

 

შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე  

 

# საგანმანათლებლო პროგრამა ვაკანტური ადგილი
1 ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა    20 ვაკანტური ადგილი
2 ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა    20 ვაკანტური ადგილი
3 სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა    30 ვაკანტური ადგილი
4 ბიზნესის ადმინისტრირების  (ფინანსები) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა    5 ვაკანტური ადგილი
5 ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი, მენეჯმენტი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა    30 ვაკანტური ადგილი
6 სისხლის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა    20 ვაკანტური ადგილი
7 საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა    20 ვაკანტური ადგილი
8 კერძო სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა    20 ვაკანტური ადგილი
  • საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2024 წლის 30  სექტემბრიდან – 3 ოქტომბრის ჩათვლით;
  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების  გაცნობარაუგვიანეს 2024 წლის 3 ოქტომბრისა;
  • მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა  არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა;
  • ჩასარიცხ პირთა რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადა არაუგვიანეს 2024 წლის 14 ოქტომბერი.

რიგგარეშე მობილობის მსურველმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ საბუთები ადგილზე უნივერსიტეტში (მისამართი : სამღერეთის ქუჩა ნომერი 5. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 𝟐 ფერადი ფოტოსურათი 𝟑𝐱𝟒-ზე ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (𝐂𝐃-ზე) ;
  • სამხედრო-სავალდებულო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

რიგგარეშე მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საბუთები ადგილზე უნივერსიტეტში (მისამართი: სამღერეთის ქუჩა ნომერი 5. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე

  • განცხადება (რექტორის სახელზე); ფორმა
  • სრული ზოგადი /უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი(დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).

 

მობილობით გადმოსული სტუდენტებისთვის მოქმედებს 500 ლარიანი შიდა გრანტი!

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: info@giu.edu.ge

ან უნივერსიტეტის ნომერზე: +995 32 266 15 12