საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში საგამოძიებო თამაში ჩატარდა!
14 ნოემბერს GIU-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის საგამოძიებო თამაში ჩატარდა.
თამაშში მონაწილეობას რამდენიმე გუნდი იღებდა. საგამოძიებო თამაშის გამარჯვებული გახდა გუნდი დეტექსი. აღნიშნული გუნდის წევრები მომავალი სემესტრიდან სტაჟირებას გაივლიან ჯიუ-ს სამართლის კლინიკაში.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სტუდენტებს აქტიურობისთვის.