საქართველოს ბანკის სტიპენდია

 

საქართველოს ბანკის სტიპენდია GIU-ს სტუდენტებისთვის

 

მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია და ისწავლე სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით GIU-ში!

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს და მოტივირებულ, ლიდერული თვისებების მქონე ახალგაზრდებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს. სწორედ ამ მხარდაჭერის ფარგლებში GIU-ს სტუდენტებს და აბიტურიენტებს, რომლებიც ჩაირიცხებიან საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში, შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში და მიიღონ სწავლის სრული (ან ნაწილობრივი) დაფინანსება 1 წლის განმავლობაში.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ერთწლიან დაფინანსებას საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის შემდეგი მიმართულების სტუდენტებისთვის:

  • სამართალი
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ფსიქოლოგია
  • ჟურნალისტიკა
  • ტურიზმი
  • სინოლოგია

როგორ ჩავერთოთ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში?

  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი
  • აპლიკანტი უნდა სწავლობდეს საბაკალავრო საფეხურზე
  • პირველკურსელ აპლიკანტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჰქონდეს მაღალი სკალირებული ქულა
  • მე-2, მე-3 კურსის სტუდენტების შერჩევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია GPA (არანაკლებ 3.2)
  • აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე

სტუდენტების შერჩევის შემდეგ გაიმართება გასაუბრება უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან.

დაინტერესებულ აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 30 ნოემბრამდე საქართველოს ბანკის ვებგვერდზე: http://stipendia.bog.ge/ 

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და შექმენი შენი ქვეყნის მომავალი.