საქართველოს ბანკის სტიპენდიის დახმარებით მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსებით.
ჯიუ-ს სტუდენტი ხართ და გაინტერესებთ როგორ ჩაერთოთ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში?
იხილეთ შერჩევის კრიტერიუმები:
- აპლიკანტს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი;
- პირველკურსელ აპლიკანტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჰქონდეს მაღალი სკალირებული ქულა;
- მე-2, მე-3 კურსის სტუდენტების შერჩევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია GPA (არანაკლებ 3.5);
- აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
კიდევ რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ?
სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს;
სტუდენტები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ლიდერობის პოტენციალით.
სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან კონკრეტული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად;
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია stipendia.bog.ge -ზე
რეგისტრაცია შესაძლებელია 15 აპრილის ჩათვლით.