დღეს, 2025 წლის 28 მარტს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით: „სამუშაო გარემოს უსაფრთხოება“.
ტრენინგზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა:
- უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები;
- შრომის კანონმდებლობა;
- რისკების ანალიზი;
- ელექტრო უსაფრთხოება;
- სახანძრო უსაფრთხოება;
- სამუშაო ობიექტის მოწესრიგება
ტრენინგს უძღვებოდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი – ნუგზარ ციხელაშვილი.