ინსპირაციული საჯარო შეხვედრა - ,,საუბრები ქართულ ღვინოზე და არამარტო…” - GIU
GIU-ს ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის ,,ღვინის ტურიზმის” ფარგლებში, გიწვევთ განსაკუთრებულ შეხვედრაზე, სადაც ვიმსჯელებთ ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის კულტურაზე.

თარიღი: 10 დეკემბერი

დასაწყისი: 13:00

აუდიტორია: 113

ღონისძიებას გაუძღვება ირაკლი ჩოლობარგია – ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მარკეტინგის კონსულტანტი, დარგის წამყვანი სპეციალისტი, რომელიც გაგიზიარებთ ხედვებს ქართულ ღვინოზე, გლობალურ ტენდენციებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ღვინის ტურიზმის მომავალს ქმნის.

დასწრება თავისუფალია. მისამართი: სამღერეთის ქუჩა N 5.