თვითმმართველობა
სტუდენტური თვითმმართველობა
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს (ყოფილი სახელწოდება: გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის) სტუდენტური თვითმმართველობა არის უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებული სტუდენტთა დამოუკიდებელი, წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ უნივერსიტეტის წესდებისა და წინამდებარე დებულების ფარგლებში, როგორც უნივერსიტეტის შიგნით ასევე მის გარეთ.
სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებია:
- საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დაიცვას და წარმოადგნოს სტუდენტების უფლებები და კანონიერი ინტერესები, როგორც უნივერსიტეტის ფარგლებში ასევე მის გარეთ.
- ხელი შეუწყოს სტუდენტებს თვითრეალიზებაში.
- სწავლის პერიოდში დაეხმაროს სტუდენტებს პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში და კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.
- ხელი შეუწყოს სტუდენტებში სამართლებრივი თვითშეგნების დონისა და კანონის პატივისცემის ამაღლებას.
სტუდენტური თვითმმართველობა უფლებამოსილია:
მოაწყოს სხვადასხვა სახის შეხვედრები, ტრეინინგები, ინტელექტუალური თამაშები, ლიტერატურული, სპორტული, კულტურული, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები. გარდა საუნივერსიტეტო, სამთავრობო/არასამთავრობო, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა, სტუდენტურ თვითმმართველობას შეუძლია დაამყაროს კავშირი საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურ/ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო სტუდენტურ გაერთიანებებთან;
მარიამ სვანიძე
პრეზიდენტი, ბიზნესის ადმინისტრირების III კურსის სტუდენტი
თვითმმართველობის პრეზიდენტის რანგში, ჩემი უმთავრესი მიზანი იყო და რჩება სტუდენტური წლების დაუვიწყარ გამოცდილებად ქცევა. სტუდენტებსა და მომავალ პირველკურსელებს მინდა ვუსურვო: იყავით მუდმივად ორიენტირებულნი პიროვნულ ზრდაზე, გამოავლინეთ თქვენი მაქსიმუმი და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შესაქმნელად
გვანცა ბექაური
ჟურნალისტიკის III კურსის სტუდენტი, სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მენეჯერი.
აქტიური, კრეატიული და მიზანმიმართული ვარ. კომუნიკაცია და ხელოვნება ჩემთვის იდეების გამოხატვის გზაა – მიყვარს წერა, კითხვა, ხატვა, სპორტი და მაინტერესებს უამრავი რამ… მჯერა, რომ გუნდური მუშაობა წარმატების გასაღებია. ჩემი შრომისმოყვარეობა და კრეატიულობა მეხმარება ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც იდეები არ იკარგება. მზად ვარ გამოწვევებისთვის, რადგან ახალი გამოცდილება ზრდის შესაძლებლობაა.
მარიამ ბოლქვაძე
ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის II კურსის სტუდენტი
ვიცე-პრეზიდენტობა ჩემთვის მხოლოდ სტატუსი არ არის – ეს არის სტუდენტების მხარდაჭერა, მათი იდეების განხორციელება და საერთო მიზნების მიღწევა.
მოვუსმენ სტუდენტებს, დავეხმარები მათ იდეების განხორციელებაში და ერთად შევქმნით უკეთეს გარემოს. მინდა, უნივერსიტეტი იყოს ადგილი, სადაც ყველას ექნება განვითარების და წარმატების შესაძლებლობა.
ჩემს გუნდთან ერთად ვიმუშავებ ახალ პროექტებზე, რომლებიც გააუმჯობესებს სტუდენტურ ცხოვრებას და უნივერსიტეტს კიდევ უფრო განვითრებს.
თამთა ბოლქვაძე
ომბუდსმენი, სამართლის პროგრამის lV კურსის სტუდენტი
ჩვენი უნივერსიტეტის უმთავრესი ღირებულება თანაბარი შესაძლებლობები და თითოეული სტუდენტის ხმის გაგონებაა. სწორედ ამ პრინციპების დაცვამ და სამართლიანობის განმტკიცების სურვილმა მომიყვანა სტუდენტური ომბუდსმენის პოზიციამდე, სადაც ჩემი მაქსიმუმი უნდა გავიღო უნივერსიტეტის განვითარებისთვის და ამავდროულად, საკუთარ თავსაც უფრო რთული და საპასუხისმგებლო გამოწვევები ვუჩვენო.
სამართლის პროფესიის არჩევა ჩემთვის კრიტიკული აზროვნებისა და რეალური პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზაა. იურიდიული ცოდნა სწორედ მაშინ იძენს ნამდვილ ფასს, როდესაც ის ადამიანების დასახმარებლად და უფლებების დასაცავად გამოიყენება. მუდმივად ვინტერესდები პროფესიული ტრენინგებით, რომლებიც მასებთან ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს მივითარებს.
ჩემი პირადი ინტერესის სფერო ქართული ტრადიციული ცეკვაა – ხელოვნება, სადაც ყველა მოძრაობას და ცეკვას საკუთარი ისტორია აქვს. ზუსტად ისე, როგორც თითოეულ ადამიანს თავისი უნიკალური ბიოგრაფია და მოსასმენი ამბავი აქვთ.
თემო დათუნაშვილი
თვითმმართველობის საერთაშორისო მიმართულების მენეჯერი, ბიზნესის ადმინისტრირების III კურსის სტუდენტი
კომუნიკაბელური, მიზანდასახული და გლობალური ხედვის მქონე ვარ. საერთაშორისო მიმართულების მენეჯერობა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა, რადგან უცხო ენები, მრავალფეროვნება და საერთაშორისო პროექტები ჩემი სტიქიაა. მჯერა, რომ წარმატებული თვითმმართველობის ძალა გუნდურობასა და საერთო იდეების გარშემო გაერთიანებაშია. ჩემი ენერგია და მონდომება მიმართულია იმისკენ, რომ თითოეულმა სტუდენტმა იგრძნოს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებისა და კულტურული ინტეგრაციის რეალური სარგებელი. მზად ვარ ახალი, საინტერესო თავგადასავლებისთვის!
ოთარ გუნცაძე
ომბუდსმენის მოადგილე, ფსიქოლოგიის პროგრამის II კურსის სტუდენტი
ჩემი, როგორც ომბუდსმენის მოადგილის მთავარი მიზანია, თითოეულმა სტუდენტმა თავი იგრძნოს დაცულად, მოსმენილად და მხარდაჭერილად. ფსიქოლოგიის პროგრამაზე მიღებული ცოდნა და მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება მეხმარება ემპათიით მოვუსმინო თანატოლებს და მათ სირთულეებთან გამკლავებაში დავეხმარო.