მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება( მენეჯმენტი, მარკეტინგი);
- ტურიზმი;
- ჟურნალისტიკა;
- ფსიქოლოგია;
- ბიზნესის ადმინისტრირება(ინგლისურენოვანი)
- ტურიზმი(ინგლისურენოვანი);
- სამართალი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- მასობრივი კომუნიკაცია;
- სოციალური ფსიქოლოგია;
- სისხლის სამართალი;
- კერძო სამართალი
მობილობის მსურველებმა თავდაპირველად რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ პორტალზე
www.students.emis.ge 2024 წლის 21 აგვისტოს 12:00 საათიდან 09 სექტემბრის 18:00 საათამდე.
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში, სტუდენტის უნივერსიტეტშიგამოცხადების/ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 12 სექტემბრიდან 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.
მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საბუთები ადგილზე უნივერსიტეტში (სამღერეთის ქუჩა ნომერი 5), ან გამოგზავნონთ ელ-ფოსტაზე: info@giu.edu.ge
- განცხადება (რექტორის სახელზე); ფორმა
- სრული ზოგადი /უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი(დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანისხელმოწერით).
უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება და გაცნობა 2024 წლის 12 სექტემბრიდან -20 სექტემბრის ჩათვლით.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სამართლებრივი აქტის პროექტის უნივერსიტეტის რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა – 2024 წლის 23 სექტემბერი.
სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა – 2024 წლის 01 ოქტომბერი..
მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის ვადა – 2024 წლის 07 ოქტომბერი.
საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ როგორც ელექტრონული ფოსტით ( info@giu.edu.ge ), ასევე ადგილზე მოტანით: მის. სამღერეთის ქ. 5
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+ 995 32) 2 66 15 12