სინოლოგია (BBA)

აბიტურიენტები, რომლებიც აირჩევენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (უნივერსიტეტის კოდი: 143) სინოლოგიის  ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას (3500  ლარი)

– ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა გრანტით, გადაიხდიან 2500 ლარს (სემესტრში მხოლოდ 1250 ლარი)

თუ გსურთ შეავსეთ ფორმა და ჯიუ-ს სინოლოგიის პროგრამასთან დაკავშირებით მოგაწვდით მეტ ინფორმაციას. https://forms.gle/sQozbHuzAVwqYSLv9 

სინოლოგია წარმოადგენს  სამეცნიერო დისციპლინას, რომელიც შეისწავლის ჩინურ ენასა და ჩინეთთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, როგორიცაა: ისტორია, ეკონომიკა, პოლიტიკა, კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა, რელიგიები, ფილოსოფიური მოძღვრებები, ფოლკლორი და სხვა.

სინოლოგიის სფერო უკიდურესად მნიშვნელოვანია კულტურათაშორისი დიალოგისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ის გვაწვდის ცოდნას მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე გავლენიან ცივილიზაციაზე, გვაცნობს გლობალურ პერსპექტივებს ჩინეთის კულტურული მემკვიდრეობის, ეკონომიკური განვითარებისა და გეოპოლიტიკური სტრატეგიების შესახებ. ეს აკადემიური დისციპლინა არა მხოლოდ ინახავს და გვაცნობს ჩინეთის წარსულს, არამედ აყალიბებს დისკურსს მისი მომავლის შესახებ, რაც მას მნიშვნელოვან სფეროდ აქცევს დღევანდელ გლობალიზებულ კონტექსტში.

ჩინეთის მრავალმხრივი სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ჩინურენოვან კადრებზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროექტის — „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ — ფარგლებში, 150-ზე მეტმა ქვეყანამ შეძლო გაეღრმავებინა მეგობრული ურთიერთობები ჩინეთთან. ამ ინიციატივის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით იქმნება მრავალი ეკონომიკური და კულტურული პროექტი, რომელთა განხორციელებისთვის აუცილებელია მაღალკვალიფიციური სინოლოგების ჩართულობა.

სტუდენტის სტატუსის მოპოვება სინოლოგიის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და მობილობის საფუძველზე, ან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტში მოქმედი შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

კერძოდ:

სინოლოგიის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე საქართველოს მოქალაქეს ერთიანი ეროვნული გამოცდების  საფუძველზე ან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად (საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 52).

სინოლოგიის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე მოიპოვებს სწავლის უფლებას საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ჯიუ-ში.

სინოლოგია

აკადემიური საფეხური:

ბაკალავრიატი

კვალიფიკაციის დონე:

VI

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

სინოლოგიის ბაკალავრი

სწავლების ენა:

ინგლისური

პროგრამის კოდი:

1430105

პროგრამის მოცულობა (ECTS) :

180 ESTS; 6 სემესტრი

პროგრამის ხელმძღვანელი

ელისო ელისაშვილი; ანნა მახარაძე; ლია გაბლიშვილი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი გამოცდები:

ქართული ენა და ლიტერატურა; ინგლისური ენა; მათემატიკა/ისტორია.

მზად ხართ გახდეთ ჩვენი სტუდენტი?