საქართველოს საერთაშორისო უნივესიტეტის მნიშვნელოვანი წარმატება “COST”-ის პრესტიჟულ პროექტში - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის მიმართულებით, პროფესორი, დოქტორი სოფიკო თევდორაძე გახდა „COST Action CA20137“-ის ფარგლებში დაფინანსებული პრესტიჟული ევროპული კვლევითი პროექტის – „ახალგაზრდა მკვლევართა შესახებ ცნობადობის ამაღლება გენდერული თანასწორობისთვის (VOICES)“ – სამუშაო ჯგუფის წევრი.

პროექტი ხორციელდება ევროპის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ასოციაციის (COST) ეგიდით და მიზნად ისახავს კვლევით საქმიანობაში არსებული გენდერული უთანასწორობების დაძლევას, განსაკუთრებით დოქტორანტებისა და პოსტ-დოქტორანტების მხარდასაჭერად მთელ ევროპაში. ინიციატივა ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევართა პოზიციების გაძლიერებას და ამყარებს დიალოგს მეცნიერებს, აკადემიურ პერსონალს, უნივერსიტეტების ხელმძღვანელობასა და ეროვნული და ევროპული დონის პოლიტიკის შემქმნელებს შორის.

პროფესორ თევდორაძის ჩართულობა პროექტში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინკლუზიური და სამართლიანი პოლიტიკის განვითარებას ევროპულ აკადემიურ სივრცეში.