სტაჟირება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში - GIU
სტაჟირება ჯიუში

თანამდებობა: სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის უფროსის თანაშემწე
ადგილმდებარეობა: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან კომუნიკაციის პროცესში მხარდაჭერა;
  • კარიერული ღონისძიებებისა და პროექტების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
  • კარიერული კონსულტაციების დაგეგმვასა და ადმინისტრირებაში დახმარება;
  • შეხვედრების დაგეგმვაში, ანგარიშების მომზადებასა და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებში სამსახურის უფროსის მხარდაჭერა;
  • სპორტული ღონისძიებების დაგეგმვასა და ადმინისტრირებაში დახმარება;
  • სტუდენტების და კურსდამთავრებულების გამოკითხვის თანაორგანიზება;
  • აბიტურიენტებთან შეხვედრებში ჩართულობა და პროცესის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აქტიური სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია განათლების, სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის მიმართულებით);
  • გამართულად მეტყველების უნარი ქართულ ენაზე (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და მოტივაცია განვითარებისკენ;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) საბაზისო ცოდნა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • სამუშაო გამოცდილება კარიერული განვითარების სფეროში;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
  • მონაწილეობა კარიერულ ღონისძიებებში და ქსელური ურთიერთობების გაფართოება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: hr@giu.edu.ge ; career@giu.edu.ge
მიღების ბოლო ვადა: 5 მაისი