ჟურნალისთვის სტატიების მიღება შესაძლებელია 2025 წლის 17 სექტემბრიდან 2025 წლის 20 ნოემბერის ჩათვლით.
სტატიების მიღებისას უპირატესობა ენიჭება უნივერსიტეტში განსაზღვრულ კვლევითი პრიორიტეტებით გათვალისწინებულ თემატიკას:
- ეთიკა და ხელოვნური ინტელექტი;
- პერსონალური მონაცემების დაცვა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება;
- ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება;
- ციფრული მეწარმეობა და ინოვაციური მართვა;
- ხელოვნური ინტელექტი და მენტალური ჯანმრთელობა.
- სხვა აქტუალურ საკითხები, რომელიც შემოთავაზებული იქნება ავტორის მიერ
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ყოველწლიურ, მრავალდარგობრივ სამეცნიერო შრომათა კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები ეძღვნება სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აქტუალური საკითხების კვლევას.
გამოცემის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი და უცხოელი ავტორების, განსაკუთრებით ახალგაზრდა სპეციალისტების მეცნიერული ძიების გაღრმავებას, ორიგინალური კონცეფციების წარმოჩენას, აკადემიური კონტაქტების გაფართოებას და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შექმნას, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გახორციელებული საქმიანობის შედეგად შემოთავაზებული დასკვნებისა და რეკომენდაციების გაშუქებას.
შპს ,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ“-ს სამეცნიერო შრომათა კრებული დაარსდა 2011 წელს და რეფერირდება ტექინფორმის ქართულ რეფერატულ ჟურნალში.
ჩვენი ჟურნალი ატვირთულია Open Journals და Google Scholar – პლატფორმებზე.
მე-11 გამოცემიდან ჟურნალი გახდა რეფერირებადი. მე-11 და მე-12 ნომრებს სტატიებს მიენიჭა DOI.
https://journal.giu.edu.ge/index.php/gttu
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტატიაში აუცილებლად უნდა იყოს:
ა. შესავალი; ბ. ძირითადი ნაწილი; გ. კვლევის შედეგი; დ. დასკვნა.
დეტალური ინფორმაცია სტატიის შინაარსისა და ფორმატის შესახებ იხილეთ: https://giu.edu.ge/scientific-journal/
ყურადღება: წესების დარღვევით მოწოდებული სტატიები არ განიხილება!
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე: research@giu.edu.ge ; akaki.beridze@giu.edu.ge