GIU-ს სამეცნიერო შრომათა კრებულში სტატიების მიღება იწყება - GIU

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს აკადემიური სტატიების მიღებას ყოველწლიურ, მრავალდარგობრივ სამეცნიერო შრომათა კრებულში გამოსაცემად.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ყოველწლიურ, მრავალდარგობრივ სამეცნიეროშრომათა კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავს სამართლის, სოციალური, ჰუმანიტარული, განათლების მეცნიერებების, ბიზნესისა და ეკონომიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების,  ტურიზმის მეცნიერებათა აქტუალური საკითხების კვლევას.

 გამოცემის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი და უცხოელი ავტორების, განსაკუთრებითახალგაზრდა სპეციალისტების, მეცნიერული ძიების გაღრმავებას, ორიგინალური კონცეფციებისწარმოჩენას, აკადემიური კონტაქტების გაფართოებას და ერთობლივი სამეცნიერო–კვლევითიპროექტების შექმნას, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გახორციელებულისაქმიანობის შედეგად შემოთავაზებული დასკვნებისა და რეკომენდაციების გაშუქებას.

,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ“-ს სამეცნიერო შრომათა კრებული დაარსდა 2011 წელს და რეფერირდება ტექინფორმის ქართულ რეფერატულ ჟურნალში.

GIU-ს ჟურნალი ატვირთულია Open Journals  და Google Scholar  – პლატფორმებზე.

მე-11 გამოცემიდან ჟურნალი გახდა რეფერირებადი. მე-11 და მე-12 ნომრებს სტატიებს მიენიჭა DOI https://journal.giu.edu.ge/index.php/gttu

შეგახსენებთ, რომ  GIU-ს ჟურნალში სტატიების მიღების ბოლო ვადაა   2025  წლის  20  მაისი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ,   წარმოდგენილ სტატიაში აუცილებლად უნდა იყოს:

ა. შესავალი; ბ. ძირითადი ნაწილი; გ. კვლევის შედეგი; დ. დასკვნა.

 აკადემიური სტატიები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რათა ხელიშეეწყოს ქართველი მეცნიერების საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას. 

დეტალური ინფორმაცია სტატიის შინაარსისა და ფორმატის შესახებ იხილეთ:

https://giu.edu.ge/scientific-journal/

წესების დარღვევით მოწოდებული სტატიები არ განიხილება!

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  research@giu.edu.ge ; akaki.beridze@giu.edu.ge