STEM მინი კურსი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში „Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ „STEM4HUMANITIES“-ის მე-2 სამუშაო პაკეტით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში პროექტის მენეჯერებმა, ასოცირებულმა პროფესორმა გრიგოლ კალანდაძე და პროფესორმა ზოია ადამიამ ჯიუ-ს სამართლის და უცხო ენების მიმართულების აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩაატარეს STEM მინი-კურსი. აღნიშნული მინი კურსი მოიცავდა STEM უნარების სწავლებას ჰუმანიტარული დისციპლინების პროფესორებისათვის იმ მიზნით, რომ მათ მომავალში შეძლონ STEM მეთოდებისა და მიდგომების დანერგვა თავიანთ სასწავლო და კვლევით აქტივობებში. სწორედ ეს ეხმიანება „STEM4HUMANITIES“-ის პროექტის არსს.

აღნიშნული მინი-კურსი ხუთი მოდულის ფარგლებში მოიცავდა არა მხოლოდ სალექციო, არამედ სასემინარო და პროექტის საათებსაც. კურსის მონაწილეებმა შეავსეს გამოკითხვის კითხვარები და ასევე იმუშავეს სალექციო თემების დაგაგემვის საკითხებზეც, რომლებიც შემდგომ გაამდიდრეს ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ან “Erasmus+“-ის ეროვნული სააგენტო “INDIRE”-ს ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და არც გრანტის გამცემი მხარე არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე. 2023-1-IT02-KA220-HED-000164647

პროექტის ოფიციალური ვებგვერდი: https://stem4humanities.eu/press-hub/

პროექტის Linkedin გვერდი: https://lnkd.in/dNb4EzvR

პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/stem4humanities