ჯიუ-ს მორიგი წარმატება „Erasmus+“-ის ფარგლებში: STEM4Humanities - GIU

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ „Erasmus+“-ის მორიგი პროექტის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული პროექტი სახელწოდებით „STEM4Humanities“ ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სტუდენტებისა და ლექტორებისათვის პრაქტიკული, სამუშაო ბაზარზე მოთხოვნადი ე. წ. STEM უნარების ათვისების თვალსაზრისით. პროექტი ითვალისწინებს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სივრცის განვითარების ხელშეწყობას, ქალთა განათლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების გაძლიერებასა და პრაქტიკული უნარების დახვეწისათვის საჭირო ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდების დანერგვას. პროექტის კონსორციუმში მონაწილეობენ მაცერატას უნივერსიტეტი (იტალია), მეტროპოლიტენის კოლეჯი (საბერძნეთი), ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის უნივერსიტეტი (უკრაინა) და სხვ. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ კონსორციუმის ერთადერთი მონაწილეა საქართველოდან. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

FAQ