საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების და სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების I, II, III და IV კურსებისა და სისხლის სამართლის, კერძო სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში საერთაშორისო მობილობით 3 კვოტაზე (2 კრედიტების მობილობის კვოტა და 1 სატრენინგო პროგრამაზე მობილობის კვოტა)გაგზავნის მიზნით;
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი: საკონკურსო დოკუმენტების მიღება და გადარჩევა
II ეტაპი: ტესტირება ინგლისურ ენაში
III ეტაპი: პრეზენტაცია შერჩეული თემის მიხედვით
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;
- ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (მაგისტრანტებისთვის);
- აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შესაბამისი ცნობა უნივერსიტეტიდან;
- სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამდასტურებელი დოკუმენტი (ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დონე შემოწმდება საუნივერსიტეტო ტესტირებით ინგლისურ ენაში);
- CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (გაიცემა ლექტორების მიერ);
- სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტული კონკურსის თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს პირის შესარჩევად (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები).
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 7 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით (ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება 26 ნოემბერს და პრეზენტაცია ჩატარდება 27 ნოემბრს);
პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატების საბუთების გადარჩევა, მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენაში (გადასალახი ბარიერი არის 15 ქულა მაქსიმალური 30 ქულიდან). მესამე ეტაპზე გასულად ჩაითვლება კანდიდატი რომლის ინგლისური ენის ცოდნის დონე შეესაბამება არანაკლებ B2-ს; მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები შერჩეული თემის მიხედვით პრეზენტაციას წარმოადგენენ კომისიასთან (გადასალახი არის 8 ქულა მაქსიმალური 15 ქულიდან). კომისიის მუშაობა ფორმდება ოქმის სახით;
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, მიმართოთ: გრიგოლ კალანდაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; 599150502; grigol.kalandadze@giu.edu.ge