GIU-ს სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები წარმატებით დასრულდა - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ს სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები წარმატებით დასრულდა!

სტუდენტების გადაწყვეტილებით, 𝐆𝐈𝐔-ს სამართლის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გახდა პირველი კურსის სტუდენტი – დიანა მალხასიანი!
ხოლო 𝐆𝐈𝐔-ს ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად შეირჩა მეოთხე კურსის სტუდენტი – ალექსი გვილავა!

განსაკუთრებული მადლობა თითოეულ აქტიურ სტუდენტს, ვინც მონაწილეობა მიიღო 𝐆𝐈𝐔-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტების არჩევის პროცესში.

გარდა ამისა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილ პრეზიდენტს, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტს – თამაზ მსტოევს და მის გუნდს გაწეული საქმიანობისათვის!

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი 𝐆𝐈𝐔 წარმატებებს უსურვებს ორივე სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს და უცხადებს მათ სრულ მხარდაჭერას!