საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ,,სტუდფესტი 2025”-ის მოხალისეობის კონკურსის ფარგლებში პროექტი – ,,ჩვენ თანასწორები ვართ” განახორციელეს.
ფესტივალის მონაწილეებმა ჩაატარეს სოციალური კამპანია – „ცვლილებებს იწყებ შენ“, რომელიც მიზნად ისახავდა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ასევე ჩაწერეს პოდკასტები თემაზე – ,,გაუზიარე = განვითარდი”.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე სტუდენტებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტის შესახებ და წარადგინეს პრეზენტაცია.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნება მობილური აპლიკაცია, რომელიც პირველ ეტაპზე, თბილისში მცხოვრებ შშმ პირებს დაეხმარება მოძებნონ მათთვის საინტერესო ადგილები.
პროექტის მიზანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლებაა
ჯიუ წარმატებებს უსურვებს პროექტში მონაწილე სტუდენტებს.