ჯიუს წარმატება “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში - GIU

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუსა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში წარდგენილმა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა. პროექტის სახელწოდებაა “RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context and mainstreaming a common inclusive and green structure based on EU best practices and policy recommendations”. იგი ითვალისწინებს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოგოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას, მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვასა და მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობას. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელიწადს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულები იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ (საქართველო)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო)
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • უჟჰოროდის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • ო. მ. ბეკეტოვის სახელობის ხარკოვის ურბანული ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • კიევის სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • ვინიცა მიხაილო კოციუბინსკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • დნიპროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • მეტროპოლიტენის კოლეჯი (საბერძნეთი)
  • პატრასის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
  • BK CONSULT GMBH (გერმანია)
  • Karlshochschule gemeinnützige GmbH (გერმანია)
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

FAQ