21 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი ,,სწავლების აქტიური მეთოდები და უკუკავშირის ფორმები“.
აღნიშნული ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- აქტიური სწავლების მეთოდები;
- უკუკავშირის ფორმები..
დღეს აქტიური სწავლა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური სწავლების მიდგომა, რომელიც გამოიყენება განათლების სფეროში. ეს გულისხმობს სტუდენტის მონაწილეობასკურსის მასალებში, დისკუსიებსა და სხვა სააუდიტორიო აქტივობებში. სწავლისადმი ასეთი მიდგომა ხელს უწყობს სტუდენტთა მონაწილეობას და ჩართულობას, რაც სასწავლო გამოცდილებას კიდევ უფრო შინაარსობრივსა და ეფექტურს ხდის.
ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ვიცე-რექტორი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, პროფესორი მარიამ დარბაიძე.
თეორიული და პრაქტიკული ნაწილის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.