გუნდის ჩამოყალიბება — 2025 წელი
2025 წელს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ოფიციალურად ჩამოყალიბდა მაგიდის ჩოგბურთის გუნდი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ სურვილი ჩაერთონ სპორტში, განავითარონ სიზუსტე, სწრაფი რეაქცია და კონკურენტუნარიანობა.
გუნდის ფორმირება მიზნად ისახავს როგორც უნივერსიტეტშიდა აქტივობების გაძლიერებას, ასევე ეროვნული სტუდენტური ტურნირების დონეზე GIU-ს წარმომადგენლობას.
სტუდენტური ჩემპიონატი — 2025 წლის აპრილი
2025 წლის 22, 23 და 24 აპრილს, GIU-ში ჩატარდა მაგიდის ჩოგბურთის სტუდენტური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 24-მა სტუდენტმა უნივერსიტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამიდან.
ტურნირი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით
გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული:
🥇 თეა ნატმელაძე — I ადგილი
🥈 ია ჩხაიძე — II ადგილი
🥇 რამინ სირაძე — I ადგილი
🥈 ლუკა ხერგიანი — II ადგილი
გამარჯვებულებმა დაიმსახურეს GIU-ის სახელით მონაწილეობა „სტუდფესტი 2025“-ში.
ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მათ გადაეცათ სასწავლო ვაუჩერები 100 და 200 ლარის ოდენობით.
მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატის ჩატარება გახდა საფუძველი სტუდენტური სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო სისტემური განვითარებისთვის GIU-ში.
შექმნილი გუნდი აგრძელებს ვარჯიშს და მომზადებას მომავალი ტურნირებისათვის.