ჯიუ-ში მაგიდის ჩოგბურთის სტუდენტური ჩემპიონატი ჩატარდა - GIU
2025  წლის 22, 23 და 24 აპრილს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში  მაგიდის ჩოგბურთის სტუდენტური  ჩემპიონატი ჩატარდა.

ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და მონაწილეობა მიიღო GIU-ს 24-მა სტუდენტმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამიდან.

მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომლებიც ჯიუს სახელით მიიღებენ მონაწილეობას ახალგაზრდულ სტუდენტურ ფესტივალზე – ,,სტუდფესტი 2025“.

გაიცანით მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატის გამარჯვებულები:

  • თეა ნატმელაძე – I ადგილი
  • ია ჩხაიძე – II ადგილი
  • რამინ სირაძე – I ადგილი
  • ლუკა ხერგიანი – II ადგილი

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი – 100 და 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები.

აღსანიშნავია, რომ  ჩემპიონატის ფარგლებში ჩამოყალიბდა GIU-ს მაგიდის ჩოგბურთის გუნდი და მომავალში, უნივერსიტეტის მესვეურთა მხრიდან, სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს უფრო მეტი მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ.