GIU-ს მასტერკლასი: ,,შრომითი დისკრიმინაცია და კერძო სექტორში არსებული გამოწვევები“ - GIU
მიმდინარე წლის 10 აპრილს  საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს  პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის მასტერკლასი –  ,,შრომითი დისკრიმინაცია და კერძო სექტორში არსებული გამოწვევები“  ჩატარდა.

მასტერკლასს უძღვებოდა  თამარ გაბისონია – დასაქმებულთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის რეგიონული კოორდინატორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

სპიკერმა ისაუბრა ისეთ თემებზე როგორიცაა:

  • თანასწორობა და შრომითი ურთიერთობები საქართველოში;
  • დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმები;
  • შრომითი დისკრიმინაციის ფორმები;
  • კერძო სექტორში არსებული სისტემური პრობლემები;
  • სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკული ბარიერები;
  • დადებითი პრაქტიკები და რეკომენდაციები.

 

საჯარო ლექცია  ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.