22 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში ჩატარდა პრაქტიკული მასტერკლასი თემაზე – „ადვოკატის როლი სისხლის სამართლის პროცესში“.
ღონისძიებას უძღვებოდა ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი და ქართულ-ამერიკული სამართლის აკადემიის დირექტორი.
მასტერკლასის განმავლობაში სტუდენტებმა მიიღეს ცოდნა რეალური პრაქტიკიდან გამომდინარე, ადვოკატისთვის საჭირო უნარებზე, პასუხისმგებლობებსა და პროფესიული ეთიკის მნიშვნელობაზე.
თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ შეხვედრა გადავიდა ინტერაქციულ ფორმატში, გაიმართა დისკუსია და ტარიელ კაკაბაძემ სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
მსგავსი ღონისძიებები GIU-ში მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული ხედვის გაფართოებას, დარგის პრაქტიკოს პროფესიონალებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობასა და თანამედროვე სამართლის რეალურ გამოწვევებთან შეხებას.