GIU-ს მასტერკლასი: „ადვოკატის როლი სისხლის სამართლის პროცესში“ - GIU
GIU-ს მასტერკლასების სერია გრძელდება.

შაბათს, 22 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გიწვევთ მასტერკლასზე: „ადვოკატის როლი სისხლის სამართლის პროცესში“.

მასტერკლასს გაუძღვება ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

ტარიელ კაკაბაძე – სისხლის სამართლის მიმართულების ერთ-ერთი წამყვანი ადვოკატია საქართველოში. იგი გამოირჩევა ამ სფეროში მოგებული საქმეების მაღალი მაჩვენებლით და აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება. ტარიელ კაკაბაძე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილი ტრენერი, ქართულ-ამერიკული სამართლის აკადემიის დირექტორი.

მასტერკლასზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. აუცილებელია რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/UTycCoBYF8v9JULX9

შეხვედრა ჩატარდება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში. მისამართი: სამღერეთის ქუჩა 5.