2024 წლის 16 ნოემბერს, უნივერსიტეტის სამართლის და პოლიტიკის სკოლისა და იურისტთა კლუბის თანაორგანიზებით, ჩატარდა მასტერკლასი თემაზე: ,,სტრატეგიის და ტაქტიკის შემუშავება სისხლის სამართლის საქმეებზე”.
მასტერკლასს უძღვებოდა ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
ტარიელ კაკაბაძე გახლავთ სისხლის სამართლის მიმართულების ერთ-ერთი წამყვანი ადვოკატი საქართველოში, რომელიც ამ მიმართულებით მოგებული საქმეების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა არაერთ ორგანიზაციაში და აქვს საადვოკატო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი გამოცდილი ტრენერი და ქართულ-ამერიკული სამართლის აკადემიის დირექტორი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბატონმა ტარიელმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.