13 ოქტომბერს, 16:00 საათზე, GIU-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი ატარებს ტრენინგს.
ტრენინგის თემატიკა:
ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზების წვდომა/გამოყენება
სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობა ღია ან ჰიბრიდული წვდომის ჟურნალებში
ტრენერი: მარიკა ჟორჟოლიანი – საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორი
ტრენინგის ჩატარების ადგილი: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ბიბლიოთეკა.