11 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გიწვევთ შეხვედრაზე სახელწოდებით: ,,გიყვარს მოგზაურობა და გინდა, რომ პროფესიონალურად დაგეგმო შენი თავგადასავლები?”
სპიკერი: ანა გზირიშვილი – ვლოგერი და აქტიური მოგზაური.
შეხვედრაზე საუბარი იქნება ისეთ თემებზე, როგორიცაა:
- როგორ დაგეგმო და განახორციელო მოგზაურობა ბიუჯეტურად, უსაფრთხოდ, კომფორტულად და საინტერესოდ;
- როგორ გახადო სოციალური მედია შენი სამოგზაურო გამოცდილების შთაგონების ნაწილი;
- რატომ არის კულტურული გამოცდილება ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მოგზაურობისას.
დასწრება თავისუფალია!
ღონისძიება ჩატარდება GIU-ს მოგზაურთა კლუბის ეგიდით, არაფორმალური განათლების სივრცეში – აუდიტორია 318.