ტრენინგი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის - GIU
13 ოქტომბერს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში გაიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც ჩაატარა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის წარმომადგენელმა.

ტრენინგის მიზანი იყო სპიკერს მონაწილეებისთვის გაეზიარებინა თანამედროვე შესაძლებლობები სამეცნიერო ინფორმაციის ძიებისა და გამოყენების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევითი და სასწავლო პროცესებისთვის.

შეხვედრაზე განხილული თემები მოიცავდა:

– ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზებზე წვდომისა და მათი ეფექტურად გამოყენების პრაქტიკულ გზებს;
– სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობებს ღია ან ჰიბრიდული წვდომის ჟურნალებში.

ტრენინგს ესწრებოდნენ ჯიუ-ს სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები და ლექტორები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და მიიღეს პრაქტიკული ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ კვლევითი ნაშრომების მომზადებასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციაში.

ტრენერი: მარიკა ჟორჟოლიანი – საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორი.