ტრენინგი: ,,სილაბუსის შედგენის მეთოდოლოგია და სწავლის შედეგების ვალიდურობა” - GIU
7 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა სასერტიფიკატო ტრენინგი: ,,სილაბუსის შედგენის მეთოდოლოგია და სწავლის შედეგების ვალიდურობა”.

აღნიშნული ტრენინგი მიზნად ისახავდა აკადემიური პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას, სილაბუსის შედგენის თანამედროვე მიდგომების გაზიარებასა და სწავლის შედეგების ვალიდურობის საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას.

ტრენინგს უძღვებოდა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, პროფესორი მარიამ დარბაიძე, ტრენინგი ორგანიზებული იყო უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ.