ჯიუ-სა და იაროსლავ ბრძენის სახელობის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - GIU
2025 წლის 10 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და იაროსლავ ბრძენის სახელობის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის (უკრაინა) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გაფორმებული მემორანდუმით კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორობას ამყარებს. თანამშრომლობა ითვალისწინებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, Horizon Europe, Erasmus+, Visegrad Fund და სხვა საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობას.

მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას:

ერთობლივი კვლევითი ცენტრებისა და ლაბორატორიების შექმნა („Rule of Law and Sustainability Studies Hub“, AI და ინოვაციური ტექნოლოგიების პლატფორმა);

ინტერდისციპლინური კვლევები სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში, კლიმატის ცვლილებასა და მდგრად განვითარებაში, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებებში;

სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ერთობლივი სემინარები, ტრენინგები და გაცვლითი პროგრამები.

აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური რესურსების გაერთიანებას, ინოვაციური კვლევების ხელშეწყობას, სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას საერთაშორისო მასშტაბით.