2025 წლის 30 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია, სახელწოდებით „ინოვაცია, სამართალი და საზოგადოების გარდაქმნა”. კონფერენცია გახსნა ჯიუ-ს რექტორმა, პროფესორმა ელისო ელისაშვილმა, რომელმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან.
კონფერენციის საწყის სესიაზე სიტყვით წარსდგნენ უცხოელი საპატიო სპიკერები:
- პროფესორი ხოსე გაბრიელ კორდობა (ნიდერლანდები და ბელგია),
- ასოცირებული პროფესორი სეზაი ჩაგლაიანი (თურქეთი და დიდი ბრიტანეთი),
- პროფესორი, დოქტორი შარად კუმარი (ინდოეთი).
თოთოეულ სექციას მოდერირებას უწევდნენ მოდერატორები შესაბამისი თემატიკის გათვალისწინებით:
- ბიზნესი და მენეჯმენტი – პროფესორი, დოქტორი სოფიკო თევდორაძე,
- სამართალი – ასოცირებული პროფესორი, დოქტორი თათია დოლიძე,
- საერთაშორისო ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკა – ასისტენტ-პროფესორი აკაკი ბერიძე,
- სოციალური მეცნიერებები და ტექნოლოგიები – ასოცირებული პროფესორი, დოქტორი გრიგოლ კალანდაძე.
სექციური მუშაობის დასრულების შემდეგ, მოდერატორებმა შეაჯამეს მონაწილეთა აქტივობა და კონფერენციის ძირითადი შედეგები. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

