სინძიანგის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში - GIU
2025 წლის 17 დეკემბერს სინძიანგის უნივერსიტეტის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბატონი ნაგორჯემან იბრაჰიმი, სინძიანგის უნივერსიტეტის საერთაშორისო კომუნიკაციებისა და თანამშრომლობის განყოფილების უფროსი.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს მხრიდან დელეგაციას უმასპინძლეს რექტორმა, პროფესორმა ელისო ელისაშვილმა; საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა გრიგოლ კალანდაძემ და ვიცე-რექტორმა სასწავლო პროცესის მიმართულებით, პროფესორმა სოფიკო თევდორაძემ.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ნაყოფიერი თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის სახელმწიფო და საუნივერსიტეტო სტიპენდიები, სტუდენტებისა და პერსონალის ურთიერთგაცვლის შესაძლებლობები და სინძიანგის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ქართველი მასწავლებლების გადამზადების პროგრამები.
მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და ერთობლივი კვლევითი, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების მიმართულებით თანამშრომლობაზე.