საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის, ტექნოლოგიის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა
- საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის შემუშავების პროცესის ორგანიზება;
- პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ფორმით;
- საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის განვითარების უზრუნველყოფა;
- პოტენციური სტუდენტების მოზიდვის აქტივობებში მონაწილეობა;
- ინფორმაციის მოთხოვნა/გაცვლა სკოლისგან, სტუდენტებთან, გარე სააგენტოებსა და პარტნიორებთან პროგრამის ფარგლებში;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობა პროგრამ(ებ)ის შეფასების ჭრილში და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, სკოლასთან თანამშრომლობით ცვილებების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- დოქტორის აკადემიური ხარისხი
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურის, კურიკულუმის, სილაბუსისა და საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა, რაც დასტურდება სამუშაო გამოცდილებით;
- საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის კარგი უნარები არანაკლებ B2 დონისა.
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.
საჭირო უნარები
- გუნდის მართვისა და განვითარების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
- გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი;
- პრეზენტაციის უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი შერეული
დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ .რეზიუმე / CV hr@giu.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება,
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.