ცხადდება აკადემიური კონკურსი

შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ  2026 წლის  22 აპრილიდან  აცხადებს ღია კონკურსს  პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ბიზნესის, ტექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, ,,კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი” ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამაზე.

კონკურსი ცხადდება  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური და/ან  პროფესიული  ნიშნით შემდეგ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე:

  

პროფესორი  –   3 შტატი;

ასოცირებული პროფესორი –   4 შტატი;

ასისტენტ პროფესორი -4 შტატი;

)   ასისტენტი – 3 შტატი.

 

 კონკურსის ეტაპები

  • პირველი ეტაპი – კონკურსანტთა დოკუმენტაციის გადარჩევა. კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკონკურსო განაცხადით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და მეორე ეტაპზე გადასულ კონკუსანტთა იდენტიფიცირება. მეორე ეტაპზე გადასულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დადგენილ მოთხოვნებთან იქნება სრულ შესაბამისობაში.
  • მეორე ეტაპი – მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები ინგლისურ ენაზე ატარებენ საჩვენებელ ლექციას, რომელიც ფასდება სპეციალურად შექმნილი კომიის მიერ, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ,,პერსონალის შერჩევის წესი’’-თ დადგენილი კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად. კონკურსის შედეგები აისახება კომისიის ოქმში და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ წარედგინება უნივერსიტეტის რექტორს შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.

 

ღია კონკურსი ცხადდება 2026 წლის   22  აპრილიდან    2026 წლის  25 მაისის   ჩათვლით;

საბუთების მიღება იწარმოებს 2026  წლის  26  მაისიდან    01 ივნისის ჩათვლით  (ელექტრონულად   hr@giu.edu.ge);

კონკურსის პირველი ეტაპი  საბუთების გადარჩევა  ჩატარდება 2026 წლის     02  და  03 ივნისს;

 

კონკურსის მეორე ეტაპი  საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება  ჩატარდება 2026 წლის   05 და 08  ივნისს 

(გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ). კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლოა კანდიდატს ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება.

 

კონკურსის  პირველადი შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ  2026  წლის0 11 ივნისს .

სააპელაციო განაცხადები მიიღება 2026 წლის 12  ივნისიდან   17   ივნისის  ჩათვლით.

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის   19   ივნისს .

 

განცხადების ფორმა

ავტობიოგრაფია (ქართ)

ავტობიოგრაფია(ინგლ)

 

კონკურსის პირობები და დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე