ცხადდება აკადემიური კონკურსი

შპს  ,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ”-ს სამართლის და პოლიტიკის სკოლის, ბიზნესის, სოციალური და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ფარგლებში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  2024  წლის 15 იანვრიდან ცხადდება ღია აკადმეიური კონკურსი, აკადემიური და პროფესიული ნიშნით, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, ქვემოთ მოყვანილ პოზიციებზე და მიმართულებებით:

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

ვიწრო სფერო: სამართალი, (0421)

  • პროფესორის აკადემიური თანამდებობა (აკადემიური ნიშნით), 2 საშტატო ერთეული, დეტალური სფერო: კერძო სამართალი, (0421.2.3);
  • პროფესორის აკადემიური თანამდებობა (აკადემიური ნიშნით), 2 საშტატო ერთეული, დეტალური სფერო: სისხლის სამართალი (0421.2.2)
  • ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა (აკადემიური ნიშნით), 2 საშტატო ერთეული, დეტალური სფერო: საერთაშორისო სამართალი (0421.1.2)
  • ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა (პროფესიული ნიშნით), 2 საშტატო ერთეული, დეტალური სფერო: კერძო სამართალი (0421.2.3)

 

 ბიზნესის ადმინისტრირების (ქართულენოვანი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.

დეტალური სფერო 0413.1.1 ბიზნესის ადმინისტრირება

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 3 საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი (პროფესიული ნიშნით) – 1 საშტატო ერთეული
  • ასისტენტ-პროფესორი (პროფესიული ნიშნით) – 2 საშტატო ერთეული
  • ასისტენტ-პროფესორის (აკადემიური ნიშნით) – 2 საშტატო ერთეული დეტალური სფერო 0413.1.1 ბიზნეს ადმინისტრირება

 

სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა,

დეტალური სფერო 0313.2. 1

  • პროფესორის თანამდებობაზე (აკადემიური ნიშნით) – 1 საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 3 ვაკანსია
  • ასისტენტ- პროფესორის (აკადემიური ნიშნით) – 1 ვაკანსია

 

 საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. დეტალური სფერო0 312.1.2 საერთაშორისო ურთიერთობები შემდეგ აკადემიურ თანამდებობზე:

  • პროფესორი (აკადემიური ნიშნით); 16 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი (პროფესიული ნიშნით); 24 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით); 16 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ პროფესორი (პროფესიული ნიშნით); 16 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ პროფესორი (აკადემიური ნიშნით); 16 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტი (აკადემიური ნიშნით); 12 საშტატო ერთეული.

 

ღია კონკურსი ცხადდება 2024 წლის 15 იანვარს;

საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით.

კონკურსის პირველი ეტაპი: საბუთების გადარჩევა ჩატარდება 2024 წლის 27 თებერვალს

კონკურსის მეორე ეტაპი: საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის 5-6 მარტს, (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).

კონკურსის პირველადი შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ და ვებგვერდზე გამოქვეყნდება, 2024 წლის 11 მარტს

სააპელაციო განაცხადები მიიღება 2024 წლის – 12 – 14 მარტი. საჩივრებს განიხილავს რექტორის ბრძანებით შექმნილი სააპელაციო კომისია, დამტკიცებიდან ხუთი დღის ვადაში.

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 22 მარტს.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების თაობაზე იხილეთ ბმულზე

 

კონკურსის საბოლოო  შედეგები იხილეთ ბმულზე