ცხადდება აკადემიური კონკურსი

შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ  2024 წლის 15 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით  სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში და ბიზნესის, სოციალური და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში აცხადებს  ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური და პროფესიული ნიშნით, შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

1.სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

 ვიწრო სფერო: სამართალი, (0421)  

1.1. შემდეგ აკადემიურ თანამდებობზე:

  • პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 2 საშტატო ერთეული

დეტალური სფერო: კერძო სამართალი- (0421.2.3)

  • პროფესორი (აკადემიური ნიშნით), 2 საშტატო ერთეული.

დეტალური სფერო: სისხლის სამართალი (0421.2.2)

  • ასისტენტ- პროფესორი (პროფესიული ნიშნით), 2 საშტატო ერთეული.

დეტალური სფერო: საერთაშორისო სამართალი (0421.1.2)

  • ასისტენტ- პროფესორი (პროფესიული ნიშნით), 2 საშტატო ერთეული.

დეტალური სფერო: კერძო სამართალი (0421.2.3)

 

2.ბიზნესის ადმინისტრირების (ქართულენოვანი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.

დეტალური სფერო 0413.1.1 ბიზნესის ადმინისტრირება

2.1. აკადემიურ თანამდებობზე:

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 3 საშტატო ერთეული
  • ასისტენტ -პროფესორის (აკადემიური ნიშნით) – 2 საშტატო ერთეული

3.სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

დეტალური სფერო 0313.2.1

3.1. შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) – 3 ვაკანსია
  • ასისტენტ- პროფესორის (აკადემიური ნიშნით) – 1 ვაკანსია

 

4. საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

დეტალური სფერო 0312.1.2 საერთაშორისო ურთიერთობები

4.1. შემდეგ აკადემიურ თანამდებობზე

  • პროფესორი (აკადემიური ნიშნით); 16 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი (პროფესიული ნიშნით); 24 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით); 16 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ პროფესორი (პროფესიული ნიშნით); 16 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ პროფესორი (აკადემიური ნიშნით); 16 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტი (აკადემიური ნიშნით); 12 საშტატო ერთეული.

 

ღია კონკურსი ცხადდება 2024 წლის 15 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით.

საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით.

კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა ჩატარდება 2024 წლის 27 თებერვალს.

კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის 05 -06 მარტს, (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ). კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლოა კანდიდატს ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება.

კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2024 წლის 11 მარტს

სააპელაციო განაცხადები მიიღება 2024 წლის 13 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის – 20 მარტს.

 

კონკურსის პირობები იხილეთ მბულზე

აკადემიური კონკურსის შედეგები იხილეთ ბმულზე