ცხადდება აკადემიური კონკურსი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ 2026  წლის 16 თებერვლიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად  დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე.

კონკურსი ცხადდება შემდეგ ვაკანტურ თანამდბობებზე აკადემიური და/ან პროფესიული ნიშნით:

მედიკობიოლოგიური სასწავლო კურსები:

პროფესორი – 1 შტატი

ასოცირებული პროფესორი – 2 შტატი

ასისტენტ-პროფესორი – 2 შტატი

 

პრეკლინიკური კურსები:

პროფესორი – 1 შტატი

ასოცირებული  პროფესორი – 2 შტატი

ასისტენტ-პროფესორი – 2 შტატი

 

კლინიკური სასწავლო კურსები:

პროფესორი – 2  შტატი

ასოცირებული პროფესორი – 3 შტატი

ასისტენტ-პროფესორი – 4  შტატი

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კურსები:

პროფესორი – 1  შტატი

ასოცირებული – 1 შტატი

ასისტენტ-პროფესორი – 1 შტატი

 

კვლევითი კურსები

პროფესორი – 1 შტატი

ასოცირებული – 1 შტატი

ასისტენტ-პროფესორი – 1 შტატი

 

კონკურსის ეტაპები

  • პირველი ეტაპი – კონკურსანტთა დოკუმენტაციის გადარჩევა. კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკონკურსო განაცხადით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და მეორე ეტაპზე გადასულ კონკუსანტთა იდენტიფიცირება. მეორე ეტაპზე გადასულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დადგენილ მოთხოვნებთან იქნება სრულ შესაბამისობაში.
  • მეორე ეტაპი მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები ინგლისურ ენაზე ატარებენ საჩვენებელ ლექციას, რომელიც ფასდება სპეციალურად შექმნილი კომიის მიერ, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ,,პერსონალის შერჩევის წესი’’-თ დადგენილი კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად. კონკურსის შედეგები აისახება კომისიის ოქმში და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ წარედგინება უნივერსიტეტის რექტორს შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.

 

  კონკურსის ვადები

ა)       ღია კონკურსი ცხადდება 2026 წლის 16 თებერვალს;

ბ) საბუთების მიღება იწარმოებს    18 მარტიდან 2026 წლის 26 მარტის  ჩათვლით, 18:00 საათამდე,  (ელექტრონულად   hr@giu.edu.ge);

გ)       კონკურსის პირველი ეტაპი  საბუთების გადარჩევა წარმოებს   2026 წლის  27 მარტიდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით;

დ)    კონკურსის მეორე ეტაპი  საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება  წარმოებს  2026  წლის   1 აპრილიდან  2026 წლის 03 აპრილის ჩათვლით. (გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);

ე)       კონკურსის პირველადი  შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ და ვებ გვერდზე გამოქვეყნდება,  2026 წლის 08 აპრილს;

ვ)       სააპელაციო განაცხადები მიიღება 2026 წლის  09 აპრილიდან 14 აპრილის  ჩათვლით;

ზ)      კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის   17 აპრილს.

 

 

კონკურსის პირობების  შესახებ დაწვრილებითი  ინფორმაცია იხილეთ  ბმულზე

 

განცხადების ფორმა

ავტობიოგრაფია (ქართულ ენაზე)

ავტობიოგრაფია (ინგლისურ ენაზე)