კონკურსი ცხადდება აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური და/ან პროფესიული ნიშნით;
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამებისთვის :
დეტალური სფერო: 0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება
აკადემიური ნიშნით:
- ასოცირებული პროფესორი – 5 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი – 3 შტატი
პროფესიული ნიშნით:
-, ასისტენტ-პროფესორი 1 შტატი
- ტურიზმის საბაკალავრო (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამებისთვის :
დეტალური სფერო: 1015 მოგზაურობა, ტურიზმი და დასვენება
აკადემიური ნიშნით:
- პროფესორი – 1 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი – 1 შტატი
პროფესიული ნიშნით:
- ასისტენტ-პროფესორი – 3 შტატი
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
დეტალური სფერო : 0313 ფსიქოლოგია
აკადემიური ნიშნით:
- პროფესორი – 1 შტატი
- ასოცირებული პროფესორი – 4 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი – 1 შტატი
პროფესიული ნიშნით:
- ასოცირებული პროფესორი – 2 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი – 1 შტატი
- ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა
დეტალური სფერო: 0321 ჟურნალისტიკა და რეპორტიორობა
აკადემიური ნიშნით:
- ასოცირებული პროფესორი – 1 შტატი
პროფესიული ნიშნით:
- ასისტენტ-პროფესორი – 2 შტატი
ღია კონკურსი ცხადდება 2026 წლის 23 მარტიდან 2026 წლის 23 აპრილის ჩათვლით.
საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 24 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით (ელექტრონულად hr@giu.edu.ge).
კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა ჩატარდება 2026 წლის 30 აპრილს.
კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 04 და 05 მაისს (გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ). კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლოა კანდიდატს ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება.
კონკურსის პირველადი შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2026 წლის 6 მაისს.
სააპელაციო განაცხადები მიიღება 2026 წლის 07 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით.
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 12 მაისს.
კონკურსის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
ავტობიოგრაფია (ინგლისურ ენაზე)