საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
- ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავების, დანერგვის, განხორციელებისა და მათი ეფექტიანობის შეფასების ხელშეწყობა;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერა;
- სწავლა-სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა;
- საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განვითარების, მოდიფიცირებისა და პერიოდული შეფასების პროცესში მონაწილეობა;
- საგანმანათლებლო პროგრამების ყოველწლიური შეფასების პროცესის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერა;
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდული მონიტორინგი;
- სტუდენტების, კურსდამთავრებულების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის, დამსაქმებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გამოკითხვების დაგეგმვა და ორგანიზება;
- ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმისა და წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
- ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია და შესაბამისი ინფორმაციის დროული გაცვლა;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროს მარეგულირებელი მოთხოვნების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების ცოდნა;
- საგანმანათლებლო დოკუმენტაციის დამუშავებისა და ტექნიკური გადამოწმების უნარი;
- რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და შეფასების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
- საოფისე პროგრამების – Microsoft Word, Excel, PowerPoint კარგი ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციის უნარი;
- პუნქტუალურობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პასუხისმგებლობა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
- ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე; hr@giu.edu.ge
წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: „ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი“წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი რეზიუმეს განხილვა.