სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ (ყოფილი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი) აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • ელექტრონული ცხრილების ფორმირება. ბაზებთან მუშაობა;
  • სტუდენტთათვის ინდივიდუალური სასწავლო ცხრილის შედგენა სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი წესების შესაბამისად;
  • სასწავლო კურსების ელექტრონული ბაზის სემესტრული განახლება (სასწავლო კურსი, სასწავლო კურსის განმახორციელებელი და ა.შ.);
  • სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის კოორდინაცია, ადმინისტრაციული რეგისტრაციის მიმდინარეობის აღრიცხვის კოორდინაცია და შესაბამისი აქტების გამოსაცემად პროექტების შემუშავება;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების სასწავლო პროცესში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩართულობა;
  • შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით – უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ფორმის შემუშავება; ასევე, დიპლომის დანართების მომზადება;
  • საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება;
  • დეკანი სხვა დავალებების შესრულება.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის კარგი უნარები (B2);
  • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების კარგად ცოდნა;
  • ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი;
  • მონაცემების დამუშავების/ შეფასების უნარი.

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr@giu.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

განაცხადების მიღების ბოლო თარიღია 2023 წლის 5 სექტემბერი.