საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) აცხადებს ვაკანსიას – საერთაშორისო სტუდენტების აკადემიური მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები და კომპეტენციები
- უცხოელი სტუდენტების სასწავლო-ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანად მართვა;
- უცხოელი სტუდენტების სასწავლო და საგამოცდო ცხრილების მომზადება, კოორდინაცია შესაბამის სამსახურებთან;
- შესაბამისი წარდგინებების პროექტების მომზადება სტუდენტთა სტატუსის შეჩერება/აღდგენა/გამოცდებზე დაშვების შესახებ;
- უცხოელი სტუდენტების მოძრაობის მონიტორინგი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
- უცხოელი სტუდენტებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
- სტუდენტთა კონსულტირება მათ უფლებებსა და ვალდებულებებზე;
- თანამშრომლობა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან სტუდენტური ვიზების, დოკუმენტებისა და სტატუსის საკითხებზე;
- ანგარიშგება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან აკადემიური პროცესების მიმდინარეობის შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების ადმინისტრირება, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები ან თან მსგავსი მიმართულება);
- აკადემიურ ან ადმინისტრაციულ საქმიანობაში გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაითვლება უპირატესად;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის და საბაზისო ადმინისტრაციული სისტემების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- ძლიერი ორგანიზების, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;
- გუნდურ და მრავალკულტურულ გარემოში მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალებისადმი;
- მრავალფეროვან და დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი.
განაცხადის წარდგენის პროცედურა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტი შემდეგ მისამართზე: hr@giu.edu.ge
- რეზიუმე / CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე)
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გასაუბრებაზე გამოიძახებიან მხოლოდ წინასწარ შერჩეული კანდიდატები.