საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს წარმომადგენლების ვიზიტი გერმანიაში - GIU
2025 წლის 20-21 მარტს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს წარმომადგენლები “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ “Re-Direction”-ის პარტნიორთა ტრანსნაციონალური შეხვედრის (TPM) ფარგლებში გერმანიის ქალაქ კარლსრუეში იმყოფებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ჯიუ-ს მხრიდან ესწრებოდნენ რექტორი, ელი ელისაშვილი; საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, გრიგოლ კალანდაძე და ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული ინსტიტუტის დირექტორი, ზოია ადამია. შეხვედრას მასპინძლობდა კარლშოშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტი.

შეხვედრის გახსნის ცერემონია ქალაქის საბჭოში გაიმართა, რომლის დროსაც დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ქალაქ კარლსრუეს მერმა, კარლშოშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელმა, მაია შუხოშვილმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს, უკრაინის, გერმანიისა და საბერძნეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.