ViuTV-ის სატელევიზიო სერიალის გადაღება GIU-ში - GIU
𝐕𝐢𝐮𝐓𝐕-ის სატელევიზიო სერიალის გადაღება და ცნობილი ჰონგ-კონგელი მსახიობები საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში!
𝐆𝐈𝐔-ს სტუდენტები 𝐇𝐎𝐍𝐆-𝐊𝐎𝐍𝐆-ის სატელევიზიო სერიალში ცნობილ ჰონგ-კონგელ მსახიობებთან ერთად მონაწილეობენ, რომლის ჩვენებაც ჩინეთის ტელევიზიის წამყვან არხზე, 𝐕𝐢𝐮𝐓𝐕-ზე გაიმართება.
სერიალის გადაღება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ს და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
გადაღებები მიმდინარეობდა მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტშიც. გაშუქდა საქართველოს კულტურული, ისტორიული და ტურისტული ღირსშესანიშნაობები მათი პოპულარიზაციის მიზნით.
სტუდენტები შეხვდნენ 𝐇𝐎𝐍𝐆-𝐊𝐎𝐍𝐆-ის ტელევიზიის წარმომადგენლებს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჰონგ-კონგის ტელევიზიის ტურისტული შოუს გადაღებებში. აღნიშნული პროექტი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია რაც წარმატებით მიმდინარეობს და ამჟამად სატელევიზიო გუნდი სერიალის მეორე სეზონზე მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ 𝐆𝐈𝐔 ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც ამ მნიშვნელოვან პროექტში იღებს მონაწილეობას.
𝐆𝐈𝐔 მადლობას უხდის 𝐕𝐢𝐮𝐓𝐕-ს და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის და ერთობლივი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჯიუს სტუდენტებს ჩართულობისთვის.

FAQ