2025 წლის 20 მაისს ,,სტუდფესტი 2025“-ის ფარგლებში ფრენბურთის ტურნირი დაიწყო. შეჯიბრება გუნდებს შორის ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს.
მატჩი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ჩვენი უნივერსიტეტის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან.
GIU-ს გუნდი ახლა უკვე შემდეგი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 22 მაისს გაიმართება.
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენი უნივერსიტეტის ფრენბურთელთა გუნდს!