„ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პოლიტიკის სიმულაციური სამიტი“ - GIU
17 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში, საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გაიმართება „ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პოლიტიკის სიმულაციური სამიტი“.
ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კვირეულის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის” ფარგლებში.
სამიტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და ასევე, აბიტურიენტებს.
რეგისტრაციისა და განაცხადის ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე: https://forms.gle/DcSFQyGHEHsaByo89
განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 25 მაისისა.
ფორმატი: Offline
სამიტი ჩატარდება 2024 წლის 17 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში.
რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე.
მისამართი: საქართველო, 0101 თბილისი, სამღერითის ქ. N 5.
სამიტის მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატები.
კომისიის მიერ შერჩეულ აპლიკანტებს სამიტში მონაწილეობის თაობაზე ეცნობებათ არაუგვიანეს 30 მაისისა.
დაწვრილებითი ინფორაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრს: research@giu.edu.ge

FAQ