ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, გაწერილია სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, განთავსებულია უნივერსიტეტის  ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა-ინგლისურ ენაში მინიმუმ 60 ქულის მიღების შემთხვევაში, მათემატიკა/ისტორია)   საფუძველზე ან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტის მიღების დამატებითი პირობაა: უცხოური (ინგლისური ენის) შესაბამის (B2) დონეზე ცოდნის დადასტურება სერტიფიკატით ან უნივერსიტეტის დოკუმენტის “ენობრივი კომპეტენციიის განსაზღვრის წესი”-ს მიხედვით.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 52)

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბიზნესის ადმინისტრირება წარმოადგენს ორგანიზაციების/კომპანიების მართვასთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირებას. იგი მოცავს ისეთ ფუნქციურ და სექტორულ სპეციფიკას, როგორებიცაა მომსახურების  და საწარმოო სექტორების მართვის თავისებურებები, რესურსების განკარგვა და განაწილება, მათი ეფექტიანად გამოყენება; ადამიანური რესურსების მართვა, კომპანიის/ორგანიზაციის ზრდასა და კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანად წარმართვა. ეს არის ფართო სფერო, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პოზიციებს. თითქმის ყველა ტიპის ბიზნესი, მცირე სტარტაპიდან მსხვილ კორპორაციამდე, ეყრდნობა ადმინისტრაციულ პროფესიონალებს წარმატების მისაღწევად.

ბიზნესის ადმინისტრირება ორიენტირებულია ეროვნულ და საერთაშორისო კონკურენტულ გარემოში ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებაზე/წარმართვაზე, რომელიც მიიღწევა რესურსების ოპტიმალური გამოყენებით, ბიზნესის თანამედროვე მოდელების, ტექნოლოგიებისა და  ინოვაციების დანერგვით. 

ბიზნესის ადმინისტრირება

აკადემიური საფეხური:

ბაკალავრიატი

კვალიფიკაციის დონე:

VI

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი

სწავლების ენა:

ინგლისური ენა

პროგრამის კოდი:

0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება

პროგრამის მოცულობა (ECTS) :

180 კრედიტი, 6 სემესტრი

143 ბიზნესის ადმინისტრირება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი გამოცდები:

მათემატიკა
ისტორია

მზად ხართ გახდეთ ჩვენი სტუდენტი?