პირველკურსელთა რეგისტრაცია - GIU
ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ, თქვენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ს სტუდენტები ხართ! ეს სტატუსი კი თქვენი დაუღალავი შრომის და მიზანდასახულობის შედეგია!
✔️ამ ნაბიჯით დაიწყო თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპი, რომელიც საინტერესო და მრავალფეროვანი თავგადასავლებით იქნება დატვირთული. ამ მნიშვნელოვან მოგზაურობაში #ჯიუს ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი თქვენი მუდმივი გულშემატკივარი და მხარდამჭერი იქნება!
✔️𝐆𝐈𝐔-ში სწავლა იწყება 2024 წლის 16 სექტემბერს! მოემზადეთ, თქვენ გელოდებათ: დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრება, ინტერესთა კლუბები, გაცვლითი პროგრამები, დასაქმების შესაძლებლობები, საუკეთესო ლექტორები და განვითარების პერსპექტივა საერთაშორისო მასშტაბით.
გაცნობებთ პირველკურსელთა რეგისტრაციის თარიღებს: 4 სექტემბერი – 13 სექტემბერი (შაბათ-კვირის გარდა; 10:00 საათიდან 17:00 ჩათვლით)
ადგილზე წარმოსადგენი საბუთების სია:
▪️პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
▪️𝟐 ფერადი ფოტოსურათი 𝟑𝐱𝟒-ზე ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (𝐂𝐃-ზე) ;
▪️სამხედრო-სავალდებულო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
▪️ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
▪️სწავლის საფასურის (მინიმუმ წლიური ღირებულების მეოთხედი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – ბანკის ქვითარი
▪️გადახდის დროს აუცილებლად სწორად უნდა იყოს მითითებული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი
▪️საბანკო რეკვიზიტი იხ. ბმულზე: https://giu.edu.ge/payment-schedule/
👉მისამართი: სამღერეთის ქუჩა ნომერი 5. დეტალებისთვის ეწვიეთ: www.giu.edu.ge