საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ორი სტუდენტი ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით სლოვაკეთში გაემგზავრა - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები – თინათინ კირვალიძე და თეიმურაზ დათუნაშვილი ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით სლოვაკეთში გაემგზავრნენ. აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.

სტუდენტები კონკურსის წესით შეირჩნენ და ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან. 

ჯიუ-ს სტუდენტები სლოვაკეთში ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სასწავლო კურსებს სხვადასხვა ქვეყნის უცხოელ სტუდენტებთან ერთად გაივლიან. კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოში დაბრუნების შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ წარმატებას უსურვებს სტუდენტებს.